შ.პ.ს. ,,მედიკალტექნოლოგი“ შეიქმნა 2010 წელს და უწევს მომსახურებას ფარმაცევტულ, სამედიცინო, სამრეწველო, ქიმიურ და სხვა კომპანიებს, ნარჩენების გატანა-განადგურებაზე, უტილიზაციის (ინსინირაციის) მეთოდით. გვაქვს სრული უფლებამოსილება ვალდებულების შესრულებისთვის, რაც დასტურდება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვებით.
ჩვენი მიზანია:
- ნარჩენების განთავსების და გადამუშავების შედეგად გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება;
- ნახშირბად შემცველი ნარჩენებისგან (ორგანული ნარჩენი) მივიღოთ ალტერნატიული ენერგიის წყარო.
- თანამშრომლების უსაფრთხოების პირობებითა და თანამედროვე სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფა;
- სხვადსხვა კომპნიებთან ეფექტური თანამშრომლობა;
- თანამშრომლობა სხვადსხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
- კომპანიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ნარჩენების მართვის ტექნიკურ და სხვადასხვა საკითხებში.