შ.პ.ს. "მედიკალტექნოლოგი" შეიქმნა 2010წლიდან და უწევს მომსახურებას ფარმაცევტულ, სამედიცინო და სხვა კომპანიებს, "ა", "ბ", "გ" და "დ" კლასის  ნარჩენების განადგურებაზე უტილიზაციის (ინსინირაციის) მეთოდით. გვაქვს სრული უფლებამოსილება ვალდებულების შესრულებისთვის, რაც დასტურდება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ  გაცემული ნებართვით.   
 კომპანია აწარმოებს სისტემატიურ თვითმონიტორინგს ინსინირაციის საწარმოს გამართული ფუნქციონირებისათვის.
ჩვენი მიზანია:

  • ნარჩენების განთავსების და გადამუშავების შედეგად გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება;
  • თანამშრომლების უსაფრთხოების პირობებითა და თანამედროვე სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფა;
  • სხვადსხვა კომპნიებთან ეფექტური თანამშრომლობა;
  • თანამშრომლობა სხვადსხვა დაინტერესებულ მხარეებთან (სამინისტროებთან)
  • საწარმოში ნარჩენების მიღების გაუმჯობესება, ნარჩენების აღრიცხვის სისტემის სრულყოფა.
  • მართვისას შრომის უსაფრთხოების და ადამიანის ჯანმრთელობის გათვალისწინება ტექნიკურ და ინფრასტრუქტურული ზომების ჩათვლით.
  • კომპანიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ნარჩენების მართვის ტექნიკურ და სხვადასხვა საკითხებში.